ახალი ამბები

“აღორძინება” დაიშალა

აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა პარტია „დემოკრატიული აღორძინების კავშირმა“ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. ამის შესახებ  განცხადება  პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა გააკეთა.


„მაშინ, როცა საქართველოში აღარ იმყოფება პარტიის დამფუძნებელი და აღარ დარჩნენ პარტიის წევრები, საფუძვლიანად მიმაჩნია განვაცხადო, რომ პარტიამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა“, – განაცხადა ჰალმეტ ჭიპაშვილმა.


ასლან აბაშიძის ინიციატივით პარტია 1995 წელს შეიქმნა,რომლის თავმჯდომარე თავად აჭარის ყოფილი ლიდერი იყო.

პარტია მონაწილეობას იღებდა ყველა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში.  ჰყავდა საკუთარი წარმომადგენლობა წინა მოწვევის პარლამენტში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button