ახალი ამბები

25-ე ბრიგადის ყოფილ მეთაურს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილ მეთაურს რომან დუმბაძეს 7 მაისს უზენაესმა სასამართლომ სამთვიანი წინასაწრი პატიმრობა მიუსაჯა.


გენერალურმა პროკურატურამ რომან დუმბაძეზე სისხლის სამართლის საქმე აპრილში აღძრა. მას სამშობლოს ღალატში ედება ბრალი.  


საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეს დანაშაული სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. რომან დუმბაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც აჭარის ყოფილმა მეთაურმა ასლან აბაშიძემ საქართველო დატოვა.


 

მსგავსი/Related

Back to top button