ახალი ამბები

აჭარაში დროებითი საბჭო შეიქმნა

აჭარაში 7 მაისს 20-კაციანი დროებითი საბჭო შეიქმნა, რომელიც ავტონომიას პირველი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე უხელმძღვანელებს. აჭარის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო იმავე დღეს გაუქმდა.


საბჭოს „საქართველოს რკინიგზის“ უფროსი ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს. საბჭო პრეზიდენტ სააკაშვილის პირდაპირ დაქმემდებარებაშია. თბილისმა უკვე დააწესა საპრეზიდენტო მმართველობა აჭარაში.


საბჭოს შემადგენლობაში ასევე შევიდნენ „ჩვენი აჭარას“ ლიდერები – კობა ხაბაზი, თამაზ დიასამიძე და ედვარდ სურმანიძე.


დროებითი საბჭო აჭარის მთავარი სამმართველო ორგანო იქნება 5-6 კვირის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, აჭარაში ვადამდელი არჩევნები ივნისში ჩატარდება.

მსგავსი/Related

Back to top button