ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე სტრასბურგში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა. იგი მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა კონფერენციაში, რომელიც 17-19 მაისს გაიმართება.


„ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. საქართველოსთვის ამ კონფერენციაში მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნება“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გამგზავრებამდე.



 

Back to top button