ახალი ამბები

ბურჯანაძე: აჭარის რესპუბლიკის სტატუსის და მოწყობის საკითხი აჭარელი ხალხის გადასაწყვეტია

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოწყობა ისე უნდა მოხდეს, როგორც ეს სურს თავად აჭარის მოსახლეობას.


„აჭარაში მმართველობის მთლიანი მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის სურვილის საფუძველზე უნდა მოხდეს და არა ისე, როგორც ჩვენ გვსურს. ეს ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსსაც, თუმცა მის გაუქმებაზე საუბარი არ არის“, – განაცხდა ნინო ბურჯანაძემ 7 მაისს გამართულ პარლამენტის სხდომაზე.


საქართველოს პრეზიდენტმა უკვე განაცხადა იმის თაობაზე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გაუქმებას ხელისუფლება არ აპირებს, რაც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და მთავრობის სხვა წევრებმაც დაადასტურეს. 

მსგავსი/Related

Back to top button