ახალი ამბები

დაპირიპირება ბათუმში დაცვის სამსახურის თანამშრომლებსა და მოსახლეობას შორის

ბათუმში დღეს დაპირისპირება მოხდა აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის  დაცვის თანამშრომლებსა და ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის. უმუშევრად დარჩენილი დაცვის სამსახურის თანამშრომლები დღეს დილიდან საპროტესტო აქციას მართავდნენ და წინა  ერთი თვის ხელფასების გაცემას მოითხოვდნენ.


ამის საპირისპირო განცხადებას აკეთებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელთა განცხადებით დაცვის სამსახურის თანამშრომლები აჭარაში ბოლო პერიოდში გამართული საპროტესტო აქციების დარბევაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ და მათი მოთხოვნა სამუშაო ადგილებით დაკამაყოფილების შესახებ უსაფუძვლოა.


ამ განცხადებებს დაპირისპირება მოჰყვა. ვითარების განმუხტვა ადგილზე მისულმა შინაგანი ჯარის ნაწილებმა და უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიორგი უგულავამ შეძლეს. არსებული ინფორმაციით, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა იარაღი ნებაყოფლობით გუშინვე ჩააბარეს.

მსგავსი/Related

Back to top button