ახალი ამბები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მიესალმება აჭარის კრიზისის მშვიდობიან დასრულებას

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ აჭარის კრიზისი უსისხლოდ დასრულდა.


პრეზიდენტ სააკაშვილისადმი 6 მაისს გაგზავნილ წერილში ვალტერ შვიმერი მიესალმა კრიზისის მშვიდობინ დასრულებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.


მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, რომელიც ევროპის საბჭოს წევრია 1999 წლიდან, კიდევ უფრო მეტ მზადყოფნას გამოიჩენს ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.


ამ კონტექსტში, გენერალური მდივანი  შეეხო საქართველოს ავტონომიური ტერიტორიების სტატუსის განსაზღვრისთვის იურიდიული ბაზის შექმნის საკითხს, რაც მათთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას ითვალისწინებს.


წერილის დასასრულს შვიმერმა ევროპის საბჭოს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ხელისუფლებას მომავალ საქმიანობაში.


 

მსგავსი/Related

Back to top button