ახალი ამბები

პარლამენტმა აჭარასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო

დღეს საქართველოს პარლამენტმა 152 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო სპეციალური განცხადება, რითაც მიესალმა აჭარის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებას. განცხადებაში დადებითად არის შეფასებული მოსახლეობის განსაკუთრებული როლი 5 მაისს განვითარებულ მოვლენებში.


დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა კობა დავითაშვილის ინიციატივას, განცხადების ტექსტში ასახულიყო აჭარის ტერიტორიაზე პლებისციტის ჩატარების მოთხოვნა.


პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, უახლოეს მომავალში იგეგმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სპეციალური კონსტიტუციური კანონის მიღება, რომლითაც გაუქმდება აჭარაში მოქმედი ორპალატიანი პარლამენტი. გარდა ამისა, კანონპროექტი გაითვალისწინებს აჭარის ძალოვანი სტრუქტურების ცენტრალურ ხელისუფლებაზე პირდაპირ დაქვემდებარებას. ასევე, აჭარის უზენაესი საბჭო მეთაურს პრეზიდენტის წარდგინებით აირჩევს.

მსგავსი/Related

Back to top button