ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლება აკრიტიკებს ევროპის საბჭოს პოზიციას აჭარასთან მიმართებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადება აჭარასთან დაკავშირებით და მას „არაკორექტური“ უწოდა.


2 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, აჭარაში ხიდების აფეთქების ფაქტის კომენტირებისას, ვალტერ შვიმერი აცხადებს, „შოკის მომგვრელია იმის გაგება, რომ … საქართველოში ფეთქდება ხიდები, რადგან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაკარგეს დიალოგის უნარი“.


„ხიდების აფეთქება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურმა და ადგილობრივმა  ხელისუფლებამ დაკარგეს დიალოგის უნარი. ეს არის მხოლოდ ერთი პიროვნების [ასლან აბაშიძის] ქმედება, რომელიც თავის ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.


მისი განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა ევროპის საბჭოს განცხადებაში შესაბამისი კორექტივების შეტანის მოთხოვნით.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button