ახალი ამბები

ფართომასშტაბიანი წვრთნები ფოთში







უმსხვილესი სწავლებები საქართველოს შეიარაღებული
ძალების 13 წლის იუბილეს ემთხვევა.
საქართველოს შეიარაღებული ძალები 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, არსებობის მანძილზე ყველაზე ფართომასშთაბიან წვრთნებს მმართავს ყულევის პოლიგონზე, ფოთის სიახლოვეს.

სამხედრო სწავლებებში – “დიოსკურია 2004” – ჩართულია ავიაცია, მცურავი და მძიმე საბრძოლო ტექნიკა. სულ წვრთნებში 2,000-მდე ოფიცერი და ჯარისკაცი მიიღებს მონაწილებაოს. მათ შორის მე-11 ბრიგადის ბატალიონთა სამეთაურო შტაბები, “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამით მომზადებული ოთხივე ბატალიონიდან თითო ასეული და 111-ე ბატალიონის სრული შემადგენლობა. წვრთნებში მონაწილეობას იღებს 40-მდე ჯავშანტექნიკა.

სამხედრო წვრთნებში მოხდება საქართველოს კუთვნილი, უკრაინული მხარის მიერ შერემონტებული „მი-14“ და „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენების გამოცდა მოხდება. ეს ვერტმფრენები, რომლებიც  5 წლის განმავლობაში უკრაინაში იმყოფებოდნენ, საქართველომ 26 აპრილს დაიბრუნა, მას შემდეგ რაც ორ ქვეყანას შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მათი შერემონტების თანხას – 3 მლნ დოლარი, საქართველო ეტაპობრივად გადაიხდის.

“ასეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოში პირველად ტარდება, სწავლების მიზანია შემოწმდეს სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნა, სამეთაურო შტაბების და ქვედანაყოფების კოორდინირებული მოქმედებები”  – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკა ჯანჯღავამ.

ფოთში დაგეგმილ სამდღიან სამხედრო სწვალების სცენარის მიხედვით, შეიარაღებული ძალების ამოცანა ნავთობსადენის მოსალოდნელი ტერაქტებისგან დაცვა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნარკოტიკების გადამამუშავებელი მინილაბორატორიების განადგურება და კრიმინოგენული ვითარების გამოსწორებაა იქნება.

წვრთნებისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ 27 აპრილს სადგურ ნატანებში რკინიგზით 35 ერთეული მძიმე საბრძოლო ტექნიკა: ჯავშანმანქანები და ტანკები ჩავიდა.


სამხედრო წვრთნების ბოლო დღეს 2 მაისს ფოთის პორტში გაიმერთება საბერძნეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის შერემონტებული სამი საბრძოლო ხომალდის გადმოცემის საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების პირეველი პირები დაესწრებიან. საზეიმო ცერემონიალზე ასევე მიწვეულები არაიან საქართველოში აკრეტირებული დიპლომატიური კორპუსი და საელჩოებთან არსებული თავდაცვის მისიების ხელმძღვანელები. თავდაცვის სამინისტრო არ ახმაურებს, თუ რა თანხა იხარჯება ფართომაშტაბიან წვრთნებზე.


სამხედრო წვრთნებს „დიოსკურია 2004“-ს წინ უძღვოდა ფოთში საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სანაპირო დაცვის გეგმიური სამხედრო წვრთნები “გაზაფხული 2004.“


საზღვაო დივიზიონში სამხედრო წვრთნები 26 აპრილს დაიწყო და სამი დღე გაგრძლედა. წვრთნების ბოლო დღეს სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად ზღვაში სანაპირო დაცვის 8 ხომალდი გავიდა. წვრთნებში მონაწილეობა ბათუმიდან სამი დღის წინ ფოთის აკვატორიაში გადმოსულმა სამხედრო კატარღამაც მიიღო, რომლის ეკიპაჟის წეევრებმა უარი განაცხადეს აჭარის ხელიოსუფლების დაქვენმდებარებაში ყოფნაზე. წვრთნების მთავარი მიზანი საზღვრის დამრღვევი ხომალდების დაკავება და მათი განადგურება იყო.
 
აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით დაწყებულ სამხედრო წვრთნებს აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე შეშფოთებული ადევნებს თვალს. „სამხედრო წვრთნები კონფრონტაციის ფონზე [ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელმძღვანელობას შორის] შეშფოთების წყაროს წარმოადგენს“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ 27 აპრილს რუსული ტელეკომპანია NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ წვრთნებს არაფერი აქვთ საერთო აჭარაში განვითარებულ მოვლენებთან. „ფოთში 2 მაისს წვრთნების დასრულების შემდეგ ყველა სამხედრო ტექნიკის და სამხედრო ნაწილების დისლოცირება საკუთარ სამხედრო ნაწილებში მოხდება“ – აცხადებს ნიკა ჯანჯღავა.


აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ აღმოსავლეთ საქართველოში, პანკისის ხეობის მახლობლად გამართული ფართომასშტაბიანი წვრთნები – „კახეთი 2002“ ხეობაში მაშინ შექმნილ კრიზისულ სიტუაციას დაემთხვა. არავეს ეპარება ეჭვი, რომ მაშინაც და ახლაც სამხედრო სწავლებები ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრაციას ისახავს მიზნად.

მსგავსი/Related

Back to top button