ახალი ამბები

სამართალდამცავებმა ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს

სამართალდამცავმა ორგანოებმა დღეს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან კენჭაძე დააკავეს. მას ბრალი ედება სამსახურის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფოსთვის ფინანსური ზარალის მიყენებაში. 


„ლევან კენჭაძეს ბრალად ედება უშიშროების სამინისტროს კუთვნილი სპეც-იარაღის მიზანმიმართულად განადგურებაში. გამოძიებას აქვს ვერსია, რომ ეს იარაღი არ განადგურებულა, არამედ ამ პიროვნების მიერ მოხდა მისი გაყიდვა პანკისში, ჩეჩნებზე” – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა  ირაკლი ოქრუაშვილმა 29 აპრილს.


ლევან კენჭაძე მხილებული იყო 2000 წელს საქართველოში მყოფი ორი ესპანელი ბიზნესმენის გატაცებაში, რომელთა განთავისუფლება 2001 წლის დეკემბერში მოხდა. განთავისუფლებულმა ესპანელმა ბიზნესმენება ჩვენებაში ლევან კენჭაძე მათი გატაცების ორგანიზებაში ამხილეს.  

მსგავსი/Related

Back to top button