
ახალი ამბები
სააკაშვილი აბაშიძეს ინვესტიციების მოზიდვის მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ვარშავაში იმყოფება, 28 აპრილს განაცხადა, რომ იგი ხუთ-ექვს თვეში სერიოზულ უცხოურ ინვესტიციებს ელის საქართველოში. თუმცა, დასძინა, რომ აჭარის კრიზისის მოგვარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამასთან დაკავშირებით.
„ყველამ დაინახა, რომ ჩვენ ვებრძვით კორუფციას და უკვე პირველი შედეგებიც მივიღეთ ამ მიმართულებით. მაგრამ თუ არ მოვაგვარებთ ასლან აბაშიძის [აჭარის ლიდერის] პრობლემას, საქართველოში ინვესტიციები არ განხორციელდება“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„საქართველო მნიშვნელოვან ინვესტიციებს კარგავს ამ კაცის [ასლან აბაშიძის] გამო“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში ევროპის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.