skip to content
ახალი ამბები

უკრაინამ საქართველოს კუთვნილი სამხედრო ვეტმფრენები დაუბრუნა

უკრაინულმა მხარემ საქართველოს კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენები გადმოსცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მი-14 და მი-24 ტიპის 5 სამხედრო თვითმფრინავი კოპიტნარის სამხედრო აეროდრომზე იმყოფება.


ქართულმა მხარემ ვერტმფრენები უკრაინას 1999 წელს სარემონტოდ გადასცა, თუმცა უსახსრობის გამო გარემონტებული ვეტმფრენების გადმოცემა ვეღარ მოხერხდა.


გასულ კვირას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების უკრაინაში ვიზიტის დროს მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ვეტმფრენების დაბრუნების თაობაზე. არსებული ინფორმაციით, ვეტმფრენების რემონტის თანხას, რაც დაახლოებით 3 მლნ დოლარს შეადგენს, ქართული მხარე ეტაპობრივად გადაიხდის.

Back to top button