
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამდღიანი ვიზიტით უკრაინაში მიემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტთან ლეონიდ კუჩმასთან და პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ იანუკოვიჩთან 27 აპრილს.
მოგვიანებით 28 აპრილს სააკაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს კონსტანტინე გრიშჩენკოს შეხვდება.
მხარეები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში.