ახალი ამბები

აჭარაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სააკაშვილის მუქარა მოჰყვა







სააკაშვილი: ჩვენ უნდა გავანთავისუფლოთ აჭარა
კრიმინალური კლანისგან.
მას შემდეგ რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, პრეზიდენტმა სააკაშვილი 24 აპრილს განაცხადა, რომ იგი უყოყმანოდ მიმართავს ძალას თუ საქართველო დაშლის საფრთხის წინაშე დადგება.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აშშ-ის მიერ დაფინანსებული “წვრთვნისა და აღჭურვის” პროგრამით მომზადებული ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგი „გაანთავისუფლებას აჭარას კრიმინალური კლანებისგან.“

„ის ვინც საქართველოს წინააღმდეგ იარაღს აიეღებს ლიკვიდირებული იქნება,“ განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც უკვე დიდი ხანია უშედეგოდ მოითხოვს აჭარის ლიდერისგან ასლან აბაშიძისგან განაიარაღოს უკანონო შეიარაღებული რაზმები აჭარაში.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ თუ საქართველო დაშლის საფრთხის წინაშე დადგა უყოყმანოდ გამოვიყენებთ ძალას,“ დასძინა მან.

სააკაშვილმა ეს განცხადება აჭარაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გააკეთა. 24 აპრილს აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მორჩილმა ავტონომიური რესპუბლიკის სენატმა რეგიონში, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში უკვე მესამედ საგანგებო მდგომარეობისა შემოღებას დაუჭირა მხარი. ერთი დღით ადრე, 23 აპრილს კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც ხელისუფლებას აჭარაში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების „ნეიტრალიზაცია“ მოთხოვა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის შემოღების აუცილებლობას რეგიონზე მოსალოდნელი „თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით“ ხსნის.


„აჭარაზე თავდასხმა ყოველდღე მოსალოდნელია. ამისთვის მზადება უკვე მიდის, მათ შორის ჯარშიც. ყოველდღე უნდა ველოდოთ თუ როდის განახორციელებს ამას ცენტრალური ხელისუფლება,“ – განაცხადა აჭარის სენატის თავმჯდომარემ ანთაზ ქიქავამ 24 აპრილს გამართულ სხდომაზე.


მისი თქმით საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 24 აპრილიდან და „მას უნდა დაემორჩილოს აბსოლიტურად ყველა.“
 
ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება უკანონოდ შეაფასა. „საგანგებო მდგომარეობის შემოღების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს,“ – განაცხადა 24 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.


აჭარის სენტატის გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობისა შემოღების შესახებ მოჰყვა საქართველოს პარლამენტის მიერ 23 აპრილს აჭარაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებას. დადგენილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ქმედებები ფასდება, როგორც „ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ღია მცდელობა.“


დეპუტატებმა მოსთხოვეს პრეზიდენტს და მთავრობას განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები აჭარაში უკანონო შეიარაღებული ჯგუფების განიარაღების მიზნით.
 
დეპუტატებმა ასევე მოსთხოვეს მთავრობას შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ადამიანთა უფლებების დარღევევის თითოეულ ფაქტზე აჭარაში. პარლამენტის დადგენილების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა აცნობოს საერთაშორისო საზოგადოებას აჭარაში არსებული სიტუაციის თაობაზე.
 
„ამ დადგენილების მიღება არ ნიშნავს, რომ კრიზისის მოლაპარაკების გზით მოგვარების რესურსები ამოიწურა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 23 აპრილის სხდომაზე.
 
აჭარის ექვსი მაჟორიტარი დეპუტატიდან ოთხი ამ სხდომას ესწრებოდა. მათ პროტესტი გამოხატეს დადგენილების წინააღმდეგ და მოსთხოვეს ცენტრალურ ხელისუფლებას უარი თქვას ძალისმიერი გამოყენებაზე.
 
„აჭარაში განიარაღების პრობლემის მოგვარება ერთ კვირაშია შესაძლებელი, თუ ცენტრალური ხელისუფლება უარს იტყვის აჭარის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. მეორე მხრივ, ასლან აბაშიძე ასრულებას იმ შეთანხმებას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრისას [მარტში] იქნა მიღწეული. პრეზიდენტის წარმომადგენლები მუშაობენ ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე,“ – განაცხადა დეპუტატმა „აღორძინების კავშირიდან“ ვახტანგ აბაშიძემ 23 აპრილს გამართულ პარლამენტის სხდომაზე.
 
ამასობაში, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აბაშიძის რეჟიმის კანონიერებას უკვე კითხვის ქვეშ აყენებენ. საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ ასლან აბაშიძეს „ავტონომიის დე ფაქტო მეთაური“ უწოდა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით კი, აბაშიძეს არა აქვს უფლება აჭარის მოსახლეობის სახელით ისაუბროს, „რადგანაც იგი არასდროს აურჩევია ხალხს.“
 
მმართველი პარტიის წევრმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა, უკვე დააყენა საკითხი მანდატის გაუქმების თაობაზე „აღორწინების“ წარმომადგენელი იმ ექვსი დეპუტატისთვის, რომლებმაც 2 ნოემბერს აჭარის მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვეს. მისი განცხადებით, ის ფართომასშტაბიანი გაყალბება, რომელიც 2 ნოემბრის არჩევნებზე დაფიქსირდა, ეჭვის ქვეშ აყენებს ამ დეპუტატების კანონიერებას.

მსგავსი/Related

Back to top button