ახალი ამბები

დეპუტატის იმუნიტეტი შეიზღუდა

საქართველოს პარლამენტმა 23 აპრილს 180 ხმით 0 წინააღმდეგ ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში, რომელიც დეპუტატის იმუნიტეტის შეზღუდვას ითვალისწინებს.


ცვლილების თანახმად, სამართალდამცავ სტრუქტურებს ექნებათ უფლება სისხლის სამართლის საქმე აღძრან დეპუტატის წინააღმდეგ პარლამენტის თანხმობის გარეშე. აქამდე დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრა პარლამენტის გარეშე აკრძალული იყო.


სხვა დანარჩენი პრივილეგიები ძალაში რჩება. კონსტიტუციის თანახმად, პოლიციას შეუძლია გაჩხრიკოს დეპუტატის საცხოვრებელი ადგილი, მანქანა ან სამუშაო ადგილი, ასევე დააპატიმროს იგი მხოლოდ პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში.


მემარჯვენე ოპოზიციამ, რომელიც ამ ცვლილების წინააღმდეგ იყო, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

მსგავსი/Related

Back to top button