ახალი ამბები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა  იოშკა ფიშერმა, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გერმანია მზად არის საქართველოსთან აქტიურად ითანამშრომლოს.


“ჩვენ მზად ვართ დამხარება აღმოვუჩინოთ საქართველოს, როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ სფეროში და ხელი შევუწყოთ ამ ქვეყნის ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან თანამშრომლობა და მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რათა შესაძლებელი გახდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება ევროსტრუქტურებში”, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთავარია საქართველოში მოხდეს კონფლიქტების მოგვარება. გამოითქვა მოსაზრება ასევე ამიერკავკასიის ქვეყნების ერთობლივი სტრუქტურის შექმნის თაობაზე, რათა შესაძლებელი გახდეს კონფლიქტების მოგვარების ერთობლივი გზების მოძიება.


იოშკა ფიშერი ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას და თავის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს.  

მსგავსი/Related

Back to top button