ახალი ამბები

25-ე ბრიგადა კიდევ 25-მა სამხედრომ დატოვა

ბათუმში განლაგებული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის რიგები კიდევ 25-მა სამხედრო პირმა დატოვა და დღეს დილით თბილისში ჩამოვიდა.


25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაურის გენერალი რომან დუმბაძის თავდაცვის სამინისტროსა და ცენტრალურ ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობის გამოცხადების პარალალურად მის ბრძანებას არ დაემორჩილა ბრიგადაში მოსამსახურე 50-მდე სამხედრო პირი, რომლებმაც ბოლო ორი დღის განმავლობაში დატოვეს ბათუმი და ამჟამად თბილისში იმყოფებიან.


21 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე 25-ე ბრიგადის დილოკაციის ადგილმა ბათუმიდან თბილისში გადმოინაცვლა. დღეს დილით ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად ალექსეევკას სამხედრო ნაწილში იმყოფებიან. ჯერ-ჯერობით გარკვეულია, თუ სად მოხდება 25-ე ბრიგადის განლაგება.


თავდაცვის მინისტრის მიერ თანამდებობიდან განთავისუფლებულ 25-ე ბრიგადის ყოფილ მეთაურზე რომან დუმბაძეზე სამშობლოს ღალატის ბრალდებით სისხლის სამათლის საქმეა აღძრული და ძებნაა გამოცხადებული.


 

მსგავსი/Related

Back to top button