ახალი ამბები

ასლან აბაშიძე რუსეთსა და აშშ-ს კონფლიქტის მოგვარებაში დახმარებას სთხოვს

აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული ვითარების მოგვარებას ორი ქვეყნის, რუსეთისა და აშშ-ს დახმარებით შესაძლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ მიზნით მან უკვე წერილობით მიმართა ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს.


“საკითხის მოგვარების მიზნით დახმარების გაწევა ამ ორ ქვეყანას შეუძლია. ამერიკა იმ მიზნით, რომ ცენტრალური ხელისუფლება აშშ-ს ინტერესების განმხორციელებელია, რუსთთან კი მჭიდრო კავშირი გვაქვს. ამიტომ მივმართავ ამერიკისა და რუსეთის  პრეზიდენტებს წერილობით, რათა მათი დახმარებით მოხდეს საკითხის დარეგულირება და საქმე დაპირისპირებამდე არ მივიდეს” – განაცხადა ასლან აბაშიძემ 22 აპრილს ტელეკომპანია “აჭარის” პირდაპირ ეთერში.


ცენტრსა და რეგიონს შორის ვითარების დარეგულირებაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის მომხრეა ცენტრალური ხელისუფლებაც. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გასულ კვირას გააკეთა და ყველა საერთაშორიო ორგანიზაციას საკითხის მოგვარებისთვის აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

მსგავსი/Related

Back to top button