ახალი ამბები

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლის შემდეგ დააკავეს. ქალაქის პროკურორის ვალერი გრიგალაშვილის ინფორმაციით, სულხან მოლაშვილს ბრალად ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენება და დაახლოებით 37 ათასი ლარის მითვისება.


პროკურატურამ სულხან მოლაშვილი 22 აპრილს დაიბარა დაკითხვაზე. მანამდე კი ახლადარჩეულმა პარლამენტმა სულხან მოლაშვილის მიერ ჯერ კიდევ 2003 წლის დეკემბრის ბოლოს დაწერილი განცხადება გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა.


სულხან მოლაშვილი ბრალდებას არ აღიარებს. მას სასამართლო წინასწარ პარტიმრობას დღეს შეუფარდეს. სულხან მოლაშვილს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტი სამი წლის განმავლობაში ეკავა.

მსგავსი/Related

Back to top button