ახალი ამბები

4 საპარლამენტო ფრაქცია შეიქმნა

საქართველოს ახალ პარლამენტში 22 აპრილს 4 ფრაქცია ჩამოყალიბდა. მმართველ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებს“ ყველაზე დიდი მოცულობის, 138-კაციანი  ფრაქცია ეყოლება პარლამენტში. მას სათავეში მაია ნადირაძე ჩაუდგება.


„ახალი მემარჯვენეებისა“ და „მრეწველების“ ოპოზიციურ კოალიციას 17-კაციანი ფრაქცია ეყოლება, რომელიც ერთადერთი ოპოზიციური ფრაქცია იქნება საქართველოს პარლამენტში. ფრაქციას „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს.


20 მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომლებიც მმართველი პარტიის წევრები არიან, ცალკე ფრაქცია შექმნეს – „მაჟორიტარები“, რომელსაც ბესო ჯუღელი უხელმძღვანელებს.   


20 დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ასევე გაერთიანდა ფრაქციად „დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ ვანო ჩხარტიშვილის თავმჯდომარეობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button