ახალი ამბები

ცენტრალური ხელისუფლება აჭარის ძალოვან სტრუქტურებთან მოლაპარაკებას აწარმოებს

გაერთიანებული ოპოზიცია „ჩვენი აჭარის“ ერთ-ერთი ლიდერის კობა ხაბაზის ინფორმაციით,  ცენტრალური ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს აჭარაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რათა არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები ხელისუფლების წინააღმდეგ.


„მოლაპარაკებები მიმდინარეობს უშუალოდ პოლიციელებთან და უშიშროების თანამშრომლებთან, რათა არ დაემორჩილონ აჭარის უკანონო ხელისუფლებას. ასევე საუბარია იმ მძიმე ტექნიკის გადმოცემაზე, რაც ბათუმში უკანონო ფორმირებების განკარგულებაშია. ამ პროცესში შესაძლოა ქართველი ბიზნესმენებიც ჩაერთონ“, – განაცხადა „სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას კობა ხაბაზმა.


იგი დადებითად აფასებს და მოლაპარაკებების წარმატებულ შედეგად მიიჩნევს ბათუმში დისლოცირებული 25-ე ბრიგადის ოფიცრების დაუმორჩილებლობას, რომლებიც ამჟამად თბილისში იმყოფებიან. ბრიგადის ყოფილი მეთაური ქვეყნის მთავარსარდალს არ ემორჩილება და აცხადებს, რომ იგი მხოლოდ აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ბრძანებებს ემორჩილება.  

მსგავსი/Related

Back to top button