ახალი ამბები

25-ე ბრიგადას სულ უფრო მეტი ოფიცერი დატოვებს

ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადა დღეს კიდევ 16-მა ოფიცერმა დატოვა. ისინი ამჟამად თბილისში იმყოფებიან და მოგვიანებით უშიშროების და თავდაცვის მინისტრებს შეხვდებიან.


“ჩვენ ვემორჩილებით ქვეყნის მთავარსარდალს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ სამხედროები ვართ და ეს ჩვენი ვალდებულებაა” – განაცხადეს ბათუმიდან ჩამოსულმა ოფიცრებმა.


25-ე ბრიგადა 20 აპრილს 17-მა ოფიცერმა დატოვა. 25-ე ბრიგადის მეთაური გენერალი რომან დუმბაძე თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 1 პარილს გაათავისუფლა თანამდებობიდან, მაგრამ იგი ამ ბრძანებას არ დაემორჩილა და დღემდე რჩება ამ პოსტზე. რომან დუმბაძეს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით. მასზე უზენაესმა სასამართლომ უკვე გასცა დაპატიმრების სანქცია.


როგორც თავდაცვის მინისტრის მიერ 25-ე ბრიგადის ახლადდანიშნული მეთაური ვიქტორ მიქელაძე აცხადებს, ამჟამად ბრიგაში დაახლოებით 100 ჯარისკაცი და 11 ოფიცერი რჩება. 

ვიქტორ მიქელაძე, რომელსაც გენერალი დუმბაძე უნდა შეეცვალა, თბილისში იმყოფება, მას შემდეგ რაც დუმბაძემ უარი განაცხადა დამორჩილებოდა ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას.

მსგავსი/Related

Back to top button