ახალი ამბები

რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი თბილისში ჩამოდის

თბილისში ოფიციალური ვიზიტით დღეს რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორი გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ პრონიჩევი ჩამოდის. იგი თავის ქართველ კოლეგას, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბადრი ბიწაძეს შეხვდება.
 
მხარეები, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ. ასევე განიხილება დაღესტნისა და ჩეჩენ-ინგუშეთის სასაზღვრო მონაკვეთის ერთობლივ პატრულირებაზე შეთანხმება.


საქართველოს საზღვრის ერთობლივ გაკონტროლებაზე შეთანხმება მხარეებმა პირველად 11 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მთავრობის სხვა წევრების მოსკოვში ვიზიტის დროს მიაღწიეს. მაშინ მოლაპარაკებას საზღვრის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი ჩხეიძე ესწრებოდა. ამ შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა აპრილის თვეში ვლადიმირ პრონიჩევის ვიზიტი თბილისში.

მსგავსი/Related

Back to top button