ახალი ამბები

ჟენევაში გაეროს ინიციატივით ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები ჩატარდება

ქართული და აფხაზური მხარეები 21-23 აპრილს ჟენევაში გაეროს ინიციატივით გამართულ მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. 


მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.  შეხვედრას დაესწრებიან გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან და შეერთებული შტატებიდან, ასევე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი.


მხარეები ასევე განიხილავენ გალის რაიონში ქართველ დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხსაც.   

მსგავსი/Related

Back to top button