ახალი ამბები

25-ე ბრიგადის ყოფილ მეთაურზე დაპატიმრების სანქცია გაიცა

გენერალურმა პროკურატურამ ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილ მეთაურზე რომან დუმბაძეზე სისიხლის სამართლის საქმე აღძრა სამშობლოს ღალატის მუხლით. დღესვე უზენაესმა სასამართლომ რომან დუმბაძეზე დაპატიმრების სანქცია გასცა.
 
გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, რომან დუმბაძის პიროვნების მიმართ სამშობლოს ღალატის გარდა სისიხლის სამართლის კოდექსის მიხედვით საქმე სხვა მუხლითაც არის აღძრული.


“რომან დუმბაძეს ბრალი ედება იარაღის უაკნონოდ ტარებაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
 
25-ე ბრიგადის მეთაური გენერალი რომან დუმბაძე თავდაცვის მინისტრმა თანამდებობიდან 1 აპრილს გაანთავისუფლა, თუმა იგი ბრძნებას არ დაემორჩილა და დღესაც რჩება პოსტზე. 19 აპრილს მან განაცხადა, რომ არ დაემორჩილება თავდაცვის სამინისტროს, რადგან ერთადერთ მთავარსარდლად აჭარის მეთაურს ასლან აბაშიძეს აღიარებს.

მსგავსი/Related

Back to top button