ახალი ამბები

სააკშვილი ძალოვანი მინისტრების გადაყენებას არ აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინისტრების შესაძლო დათხოვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალოვანი სტრუქტურების მინისტრების თანამდებობიდან განთავისუფლება არ მოხდება.
 
“სანამ მე პრეზიდენტი ვიქნები უშიშროების, შინაგან საქმეთა, თავდაცვის მინისტრები პოსტებიდან არ განთავისუფლდებიან, ასევე გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გივი იუკურიძე. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა ისინი მხოლოდ დაწინაურდნენ, რადგანაც ისინი კარგად მუშაობენ” – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილმა.
 
რაც შეეხება დანარჩენ მინისტრებს, პრეზიდენტის თქმით, საკითხი ჯერ დღისწესრიგში არ დგას და ეს უკვე პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან ერთად გადასაწყვეტი საკითხებია.


კონსტიტუციის მიხედვით ძალოვანი მინისტრების გადაყენება პრეზიდენტს ერთპიროვნულად შეუძლია. დანარჩენი მინისტრების გადაყენების საკითხს კი პრეზიდენტი პრემიერ მინისტრთან ათანხმებს.

მსგავსი/Related

Back to top button