ახალი ამბები

ოპოზიცია შესაძლოა საპარლამენტო თანამდებობების გარეშე დარჩეს

“მემერჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლები,” რომლსაც პარლამენტში 23 დეპუტატი ეყოლება, საპარლამენტო უმცირესობის გაფორმებას ვერ ახერხებს. შესაბამისად ოპოზიცია საპარლამენტო თანამდებობების გარეშე რჩება.
 
“ჩვენ გვსურს უმცირესობის შექმნას და შესაბამისად ერთი ვიცე-სპიკერის ადგილის დაკავება მაინც. ასევე გვსურს კომიტეტებში თითო მოადგილის ყოლა, აქ საუბარი არ არის კომიტეტის თავმჯდომარეებზე, თუმცა ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობასთან [მმართველი “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები”] ჯერ საუბარი არ დაწყებულა. შესაძლოა ეს ვერც მოხერხდეს,” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ.
 
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პარლამენტში უმცირესობის შექმნა მოხერხდა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე “მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე დასახელდება.


პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით საპარლამენტო თანამდებობების მიღების უფლება მხოლო საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას აქვთ. მაგრამ იგივე რეგლამენტით განსაზღვრულია უმცირესობის ჩამოყალიბების წესი, რასაც მემარჯვენე ოპოზიცია ვერ აკმაყოფილებს.


საპარლამენტო უმცირესობათ შეიძლება გაფორმდე დეპუტატთა ჯგუფი თუ მათი რაოდენობა შეადგენს, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთა ნახევარზე მეტს, ანუ ამ შემთხვევაში აუცილებელია 41 დეპუტატის მოგროვება. “მემარჯვენე ოპოზიციას” კი პარლამენტში მხოლოდ 23 მანდატი აქვთ.
 
ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა  21 აპრილს იგეგმება. 

მსგავსი/Related

Back to top button