ახალი ამბები

ლეიბორისტებმა ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

“ლეიბორისტული (შრომის) პარტიამ” დღეს უზენაესს სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო-ს) წინააღმდეგ სარჩევლი შეიტანა. პარტია სასამართლოსგან  ცსკო-ს მიერ 28 მარტს ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევენბის შემაჯამებებილი ოქმის გაუქმებას მოითხოვს.
 
“28 მარტს არჩევნები გაყალებებით ჩატარდა და ამის გამო უნდა მოხდეს არჩევნების საბოლოო შედეგების ბათილად ცნობა” – გააცხადა დღეს უზენაეს სასამართლოში მისულმა “ლეიბორიტული პარტიის” წევრმა გიორგი გუგავამ.
 
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათ სარჩელს, პარტია საპროტესტო აქციებს მიმართავს და ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს.
 
ცსკო-მ 28 მარტს ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევენბის შემაჯამებელი ოქმი 18 აპრილს სხდომაზე დაამტკიცა. არსებული მონაცმების მიხედვით არჩევენბში მონაწილე “ლეიბორისტულმა პარტიამ” ვერ შეძლო 7% ბარიერის გადალახვა და ხმათა მხოლოდ 6,01% დააგროვა.

მსგავსი/Related

Back to top button