ახალი ამბები

სააკაშვილი: მოღალატე გენერალი დაისჯება

დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმში განთავსებული 25-ე ბრიგადის იმ 17 ოფიცერსა და ჯარისკაცს შეხვდა, რომლებმაც უარი განაცხადეს დამორჩილებოდნენ თანამდებობიდან გადაყენებულ ბრიგადის მეთაურს გენერალ რომან დუმბაძეს.


“თქვენ ხართ პარტრიოტები რადგან უარი თქვით დამორჩილებოდით მოღალატეს. ყველა მოღალატე უმკაცრესად დაისჯება,” – მიმართა სააკაშვილმა ბათუმიდან თბილისში წამოსულ 17 სამხედრომოსამსახურეს.


თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 25-ე ბრიგადის მეთაურის პოსტიდან რომან დუმბაძე 1 აპრილს გაანთავისუფლა, თუმცა იგი ბრძანებას არ დაემორჩილა და კვლავ აგრძელებს პოსტზე ყოფნას.
 
19 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე რომან დუმბაძემ განაცხადა, რომ იგი ემორჩიელბა აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს და მას მთავარსარდლად ასახელებს.

მსგავსი/Related

Back to top button