ახალი ამბები

თბილისის ყოფილი მერი მაჟორიტარ დეპუტატობას აპირებს

თბილისი ყოფილი მერი ვანო ზოდელავა პარლამენტში მაჟორიტარ დაპუტატად შესვლას გეგმავს. ამის შესახებ ვანო ზოდელავამ დღეს ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.
 
“ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს თბილისის რომელ რაიონში ვიყრი კენჭს, ვფიქრობ თბილისის არც ერთ რაიონში არ გამიჭირდება კანდიდატურის წამოყენება, რადგანაც ყველა რაიონის მოსახლეობა მიცნობს და მათთან ინტენსიურ შეხვედრებს ვახორციელებდი მერობის დროს” – განაცხადა ვანო ზოდელავამ.
 
მისი თქმით, ასევე შესაძლებელია 2005 წელს, დედაქალაქის მერის არჩევენბის დროს წამოაყენოს ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა. ვანო ზოდევლავა თბილისის მერად 1998 წელს დაინიშნა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 აპრილს ზოდელავა თანამდებობიდან მოხსნა და მის ნაცვლად ზურაბ ჭიაბერაშვილი დანიშნა.

მსგავსი/Related

Back to top button