ახალი ამბები

ახალი მოწვევის პარლამენტი აჭარის საკითხს განიხილავს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძე 19 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლადარჩეული პარლამენტის მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა აჭარაში არებული ვითარება იქნება.


ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 21 აპრილს გაიმართება.


ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, პარლამენტის აჭარის საკითხზე სერიოზულად იმსჯელებს, შესაძლოა შეიქმნას სპეციალური მუშა ჯგუფი, რომელსაც დაევალება ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული ვითარების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება, რომელსაც შემდეგ პარლამენტს წარედგინება.
 
პარლმენტის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა პარლამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებაც მიიღოს. 

მსგავსი/Related

Back to top button