ახალი ამბები

ცსკო-ს ყოფილი თავმჯდომარე თბილისის მერი გახდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისის მერის თანამდებობაზე დანიშნა. დედაქალაქის პრემიერად კი “ნაციონალური მოძრაობ- დემოკრეტების” წარმომაგდნელი ბიძინა ბრეგვაძე დაინიშნა.
 
ამის შესახებ პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილთან და ბიძინა ბრეგვაძესთან შეხვედრის დროს მოაწერა. პრეზიდენტმა დღესვე თანამდებობიდან გაანთავისუფლა თბილისის მერი ვანო ზოდელავა.
 
მიხეილ საკაშვილმა ახალ მერს და პრემიერს ექვსი თვის ვადა მისცა თბილისში ვითარების გამოსასწორებლად. „ამ პერიოდის განმავლობაში უნდა დაიწყება უკანონო მშენებლობის აღკვეთა, გზების კეთილმოწყობა, ტრანსპორტის ქსელის მოწესრიგება, დედაქალაქში სამგზავრო ავტობუსების შემოყვანა, რომელზეც დაწესდება შეღავათიანი სამგზავრო ფასი. ასევე სოციალური პრობლემების მოგვარება” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
“ჩევნ სერიოზული გამოცდის წინაშე ვდგავართ ვერ ვიტყვი, რომ ამ დავალებების შესრულება ადვილი იქნება, თუმცა ვეცდებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რათა მოსახლეობამ უმოკლესს დროში შენიშნოს ცვლილებები” – განაცხდა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
 
ზურაბ ჭიაბერაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან დღეს გადადგა. იგი ამ პოსტზე 2003 წლის 30 ნომბერს დაინიშნა. 

მსგავსი/Related

Back to top button