ახალი ამბები

აბაშიძე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აჭარაში „შეჭრას“ ელის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძრვანელი ასლან აბაშიძემ რუსულ გაზეთ „ვრმია ნოვოსტისთივს“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 19 აპრილს გამოქვეყნდა, აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში ძალისმიერ შეჭრას გეგმავს.
 
”ეს შეიძლება მოხდეს დღეს, შეიძლება ხვალ, ეს ნებისმიერ დროს შესაძლოა მოხდეს. ამიტომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს და ვცდილობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას” – განაცხადა ასლან აბაშიძემ.
 
მისი თქმით, მთავარია ახლა კონფროტაციის თავიდან აცილება და ამისათვის აჭარის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. მისი თქმით ამისთვის საერთაშორისო ძალისხმევაც გააქტიურებულია.
 
“საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ გაუნუცხადა, რომ საკითხის მოგვარება დიალოგის გზით უნდა მოხდეს. წინდაუხედავი პოლიტიკოსი უნდა იყო ეს მოსაზრება, რომ არ გაიზიარო” – განაცხადა აჭარის ლიდერმა.
 
აჭარის ლიდერის ინფორმაციით, 23 აპრილს აჭარაში კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელი ჰეიკი ტალვიტიე ჩავა და ასლან აბაშიძეს შეხვდება, სადაც საუბარი ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობას შეეხება. ამ მისიით აჭარაში გასულ კვირას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი პლამენ ნიკოლოვი და აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაელსიც იმყოფებოდნენ.
 
ასლან აბაშიძემ ასევე ისაუბრა ორი წლის შემდეგ აჭარაში მეთაურის არჩევნებზე და მის სავარაუდო მემკვიდრეზე.
 
“აჭარაში არის ბევრი კარგი, პატიროსანი ადამიანი. აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე როსტომ ჯაფარიძე, შინაგანა საქმეთ მინისტრი ჯემალ გოგიტიძე, პარლამენტის სპიკერი გიორგი ცინცქილაძე და სენატის თავმჯდომარე ანთაზ კიკავა, ყველა ეს პიორვნება შესანიშნავი, პრინციპული და საქმის ერთგულები არაიან. თქვან კიდევ თუ ვინემს ჰყავს ასეთი ერთგული გუნდი? ” – დასძინა ასალნა ბაშიძემ.

მსგავსი/Related

Back to top button