ახალი ამბები

ცესკო-მ არჩევნების შედეგები დაამტკიცა







ცესკო-მ არჩევნების საბოლოო შედეგი 11 ხმით
დაამტკიცა 2-ის წინააღმდეგ.
18 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის მიხედვით 7%-იანი ბარიერი ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – მმართველმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები-ახლებმა“ გადალახეს.


საბოლოო შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ ხმათა 66,24% მიიღო, „მემარჯვენე ოპოზიციამ“ – 7,96%.


დანარჩენი 10 პარტია და 4 ბლოკი პარლამენტს მიღმა დარჩა, მათ შორის აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის პარტია „დემოკრატიული აღორძინების კავშირი.“


სხვა პარტიებზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:


ლეიბორისტები –  6,01%
აღორძინება – 3,89%
თავისუფლება – 4,39%
ედპ-ტრადიციონალისტები – 2,55%
ერთობა – 2,47%


შემაჯამებელი ოქმს ცესკო-ს 15 წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი. ოქმის დამტკიცების წინააღმდეგ აღორძინების ორი წევრმა მისცა ხმა. ლეიბორისტების წარმომადგენელმა სხდომა დატოვა. ლეიბორისტები შედეგების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. ცესკო-ს ერთი წევრი სხდომას არ ესწრებოდა.


არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არ შესულა ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქების შედეგები, რომელიც ცესკო-მ 2 აპრილს გააუქმა. განმეორებითი არჩევნები ამ ორ ოლქში 18 აპრილისთვის იყო დანიშნული, თუმცა ჩატარება ვერ მოხერხდა აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო.

მსგავსი/Related

Back to top button