ახალი ამბები

ცსკ-მ “მემარჯვენე ოპოზიციის მრეწველები – ახლების” წევრს იმუნიტეტი მოუხსნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) დღეს გამართულ სხდომაზე გენერალური პროკურორის განცხადება დააკმაყოფილა და პარლამენტის დეპუტატობის იმუნიტეტი მოუხსნა საარჩევნო ბლოკ “მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლების” საარჩევნო სიაში რიგით მეცამეტე წევრს, არჩეულ დეპუტატს თენგიზ გოგიჩაშვილს.


მის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თენგიზ გოგიჩაშვილს, რომელიც საწარმო „ქართული შაქრის“ დირექტორია, ბრალად ედება გადასახადებისგან თავის არიდება და 89 ათასი ლარის მითვისება. გენერალურიმა პროკურატურამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა თხოვნით. სხდომაზე კომისიის წევრების ნაწილი საკითხის გადადებას და უკეთ შესწავლას მოითხოვდა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 
 
თენგიზ გოგიჩაშვილი “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” პარტიის წევრია.


დაახლოებით ერთი თვის წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე გენერალური პროკურატურის განცხადების საფუძველზე იმუნიტეტი მოუხსა ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს “საფოსტო ბანკის” ხელმძღვანელს სერგო იაკობიძესა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბიზნესმენ ბონდო შალიკიანს, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 

მსგავსი/Related

Back to top button