ახალი ამბები

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ცენტრსა და რეგიონს შორის წინააღმდეგობას იწვევს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი არ ეთანხმება საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის გიორგი გაბაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აჭარაში არსებული რთული ვითარების გამო შეუძლებელია ბათუმში ჭადრაკში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს. ამის შესახებ ზურაბ აზმაიფარაშვილმა დღეს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გიორგი გაბაშვილს განუცხადა.


“აჭარაში არ არის რთული კრიმინალური ვითარება და არც უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები არსებობენ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოსახლეობას. აჭარაში ჩემპიონატი ჩატარდება”, – განაცხადა დღეს ზურაბ აზმაიფარაშვილმა.


გიორგი გაბაშვილმა პირველი განცხადება ბათუმში ჩემპიონატის ჩატარების  თაობაზე 16 აპრილს გააკეთა.


აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე 15 აპრილს ბათუში მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს კირსან ილიუმჟინოვს შეხვდა, რომელიც ასევე ყალმუხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტია. მხარეებმა აჭარაში დაგეგმილი ჩემპიონატის საკითხი განიხილეს. 


შეხვედრის შემდეგ შავი ზღვის საჭადრაკო ასოციაციის პრეზიდენტად ზურაბ აზმაიფარაშვილის მაგივრად ბათუმის მერი გიორგი აბაშიძე აირჩიეს.

მსგავსი/Related

Back to top button