ახალი ამბები

სამთავრობო დაწესებულებებზე ევროკავშირის დროშა აღიმართება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა სამთავრობო დაწესებულების შენობის თავზე, საქართველოს ეროვნული დროშის გვერდით ევროკავშირის დროშაც აღიმართება.


ხელისუფლების მტკიცებით ეს იქნება სიმბოლური გამოხატულება იმისა, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, ხოლო ხელისუფლება მზად არის გაატაროს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკა.


ევროკავშირის დროშა პირველად, იანვარში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს, პარლამენტის შენობის წინ აღიმართა საქართველოს დროშასთან ერთად.

მსგავსი/Related

Back to top button