ახალი ამბები

აჭარის ოპოზიციის წარმომადგენლები სააკაშვილს შეხვდნენ

ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ლიდერები 15 აპრილს პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდნენ.


„მიხეილ სააკაშვილთან ჩვენი მოქმედების გეგმა განვიხილეთ. ვთხოვეთ მას უზრუნველყოს კანონის უზენაესობა აჭარაში და ინფორმაცია მივაწოდეთ იმის თაობაზე, რომ აჭარის მოსახლეობაში ხელმოწერებს ვაგროვებთ აჭარაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით“, – განაცხადა „ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ედვარდ სურმანიძემ შეხვედრის შემდეგ.


მისი თქმით, პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატა ოპოზიციური მოძრაობის საქმიანობის მიმართ. 

მსგავსი/Related

Back to top button