ახალი ამბები

თბილისი აჭარის მაღალჩინოსნებს ნარკობიზნესში ადანაშაულებს

აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ უარყო ცენტრალური ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ აჭარის ხელისუფლება ნარკობიზნესს მფარველობს და მათ „უსაფუძვლო და სასაცილო” უწოდა.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 16 აპრილს განაცხადა, რომ აჭარაში ხდებოდა ნარკოტიკების წარმოება და ტრანსპორტირება.


საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილის გიორგი უგულავას თქმით, “აჭარაში ნარკოტიკების წარმოების მინი ლაბორატორიები ფუნქციონირებენ“.    

მსგავსი/Related

Back to top button