ახალი ამბები

ქართული ჯარები ერაყში დაგვიანებით გაემგზავრებიან

159 ჯარისკაცისგან შემდგარი ქართული ქვედანაყოფის ერაყში  გამგზავრება, რომელიც 6 აპრილს უნდა შემდგარიყო, ერთი დღით გადაიდო.


პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ბრიუსელიდან 7 აპრილს ბრუნდება,  ქართველი ჯარისკაცების გაცილების ცერემონიას დაესწრება.


ქართველი სამშვიდობოები ერაყის ქალაქებში ბაღდადში, ბეიჯსა და ტიკრიტში განლაგდებიან.


მე-16 სამთო ბატალიონის სამხედროები, რომელთაც გასული წლის გაზაფხულზე „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში სამთვიანი მომზადება გაიარეს,  აშშ-ს სამხედრო ძალებთან ერთად განახორციელებენ ბაზის ტერიტორიის დაცვას, ბაზის გამშვებ-პუნქტზე მორიგეობას, ბაზის გარეთ არსებული კოალიციური ძალების ობიექტების დაცვას. მოეწყობა ასევე რეიდები როგორც დღისით, ისე ღამით.


70 გამნაღველისა და ექიმისგან შემდგარი პირველი ქართული ქვედანაყოფი ერაყის ქალაქ  ტიკრიტში 2003 წლის აგვისტოს გაემგზავრა და მარტის დასაწყისში საქართველოში დაბრუნდა. 

Back to top button