skip to content
ახალი ამბები

ბათუმში თბილისიდან ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ჩავიდნენ

ბათუმში დღეს თბილისიდან ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ჩავიდნენ, სადაც ისინი აჭარის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.


„ჩვენი ბათუმში ჩასვლის მიზანია ერთობლივად განვიხილოთ ეკონომიკური საკითხები, მოვაწესრიგოთ ფინანსური საკითხები ცენტრსა და რეგიონს შორის. დავაწესოთ წესრიგი საბაჟოებზე და დავამყაროთ თანამშრომლობის ახალი წესები“ – განაცხადა საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გოდაბრელიძემ.


ბათუმში იმყოფებიან ფინანსთა სამინისტროს, ასევე საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების წარმომადგენლები. 

Back to top button