skip to content
ახალი ამბები

ქართველი სამშვიდობოების მეორე ქვედანაყოფი ერაყში მიემგზავრება

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო კონტიგენტი 159 სამხედრო პირის შემადგენლობით ერაყში ალექსეევკას აეროპორტიდან დღეს მიემგზავრება. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედროები მე-16 სამთო ბატალიონიდან, რომლებმაც აშშ-ის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა გაიარეს ქალაქ ბაღდადში, ბეიჯსა და ტიკრიტში განლაგდებიან.


ქართველ სამხედროებს სამხედრო ბაზების ტერიტორიის დაცვა, ბაზის გამშვებ-პუნქტზე მორიგეობა და ბაზის გარეთ არსებული კოალიციური ძალების ობიექტების დაცვა ევალებათ.

კოალიციის ჯარებთან ერთად, ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობას მიიღებენ რეიდებში, რომელიც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაპატიმრებას და უკანონო იარაღის ამოღებას ისახავს მიზნად. 


პირველი, ქვედანაყოფი ერაყში 2003 წლის აგვისტოში გაემგზავრა და ექვსი თვის შემდეგ, მარტში დაბრუნდა საქართველოში. ქვედანაყოფში 70 გამნაღმველისგან და სამხედრო ექიმისგან შედგებოდა. 

Back to top button