ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი: ბიზნესგარემო კვლავ პრობლემას წარმოადგენს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 5 აპრილს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „ბიზნესზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს; თუმცა ჩვენ მაინც ვართ ამგვარი ფაქტების მოწმენი“.


„ქართველ, ისევე როგორც უცხოელ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს ბევრი უპასუხო შეკითხვა გააჩნიათ. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ყველა მათ კითხვას და შევამსუბუქოთ მათი პრობლემები“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.


მისი თქმით, ხელსაყრელი საგადასახადო სისტემის შექმნა ქვეყანაში ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.


„ერთ კვირაში მზად ვიქნებით ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი პრეზიდენტ სააკაშვილს წარვუდგინოთ. შემდგომში უკვე მზად ვიქნებით იგი საჯაროდაც განვიხილოთ“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.


„ამავე დროს ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ მათ საქმიანობას საქართველოში საფრთხე არ დაემუქრება“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.


„ამ მიმართულებით პრობლემები არ გაგვაჩნია, კერძოდ სამართალდამცავებსა და ბიზნესმენმებს შორის არსებული ურთიერთობების თვალსაზრისით“, – დასძინა მან.

მსგავსი/Related

Back to top button