ახალი ამბები

ცსკ-ს მიერ ხულოსა და ქობულეთში ხელახალი არჩევნები დაინიშნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) აჭარის რეგიონის ხულოს და ქობულეთის საარჩევნო ოლქების შედეგები ბათილად სცნო და მთლიანად გააუქმა საოლქო კომისიები, არსებული დარღვევების სიმრავლის გამო. ხელახალი არჩევნები ამ ოლქებში 18 აპრილს დაინიშნა.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიას უფლება არ ჰქონდა საოლქოების შედეგები ბათილად ეცნო სასამრთლოს გადაწყვეტილების გარეშე, არსებული უამრავი დარღვევის გამო კომისიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.


18 აპრილს ხელახალ არჩევნებს ქობულეთსა და ხულოში ცენტრალური კომისიის მიერ დაკომპლექტებული სპეციალური კომისია ჩაატარებს. ამის გამო გადავადდა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რომელიც საარჩევნო კოდექსის მიხედვით 17 აპრილს უნდა გამართულიყო.


დღესვე ცსკ-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ხელახლა მოხდება ბოლნისის საარჩევნო ოლქის შედეგების გადამოწმება. 9 აპრილს კი არჩევნების მეორე ტური დაინიშნა ჭიათურაში.    


 

მსგავსი/Related

Back to top button