skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს

ევროკავშირი მიესალმება არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო მისიის მიერ გაკეთებულ წინასწარი შეფასებას, რომლის მიხედვითაც 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში წინა არჩევნებთან შედარებით გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა.


„ევროკავშირი ასევე მიესალმება იმ ფაქტს, რომ აჭარის გარდა, არჩევნებზე მასმედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება თავისუფლად ემოქმედათ“, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ 30 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


ევროკავშირმა მოუწოდა ყველა პარტიას სიმშვიდე შეინარჩუნონ და წარმატებით მოაგვარონ ქვეყნის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემები.


“ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს საქართველოს არსებული სიძნელეების დაძლევაში მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებისა და პოლიტიკის საშუალებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button