ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები” “მემარჯვენე ოპოზიციის” ბრალდებას უარყოფენ

“ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები” “მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლების” მიერ ხელისუფლების დადანაშაულებას არჩევნების შედეგების შეცვლის თაობაზე აპროტესტებენ და აბსურდულს უწოდებენ.


“თუკი დღეს კიდევ ვინმეს აქვს ილუზია, რომ საქართველოს პოლოტიკური ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუშალოს პარტიებს გადალახონ 7%-იანი ბარიერი, ეს აბსურდულია. აქედან გამომდინარე “ახალ მემარჯვენეების” ეს ბრალდება უსაფუძვლოა”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელისუფლებო პარტიის წევრმა გიგა ბოკერიამ.


“მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები – ახლებმა” ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებასა და გაუქმებაში დაადანაშაულა, განსაკუთრებით იმ უბნებზე, სადაც პარტიას ხმათა უმრავლესობა აქვს მოპოვებული.  

მსგავსი/Related

Back to top button