ახალი ამბები

საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე დღეს ბაქოში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას რამილ უსუბოვს შეხვდა.


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


შეხვედრის შემდეგ გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის და ტერორიზმისგან, ნარკოტიკების და იარაღის უკანონო შემოტანისგან საზღვრების დაცვის საკითხები განიხილეს.

მსგავსი/Related

Back to top button