skip to content
ახალი ამბები

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოში ჩამოვიდა

სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და თავდაცვის მინისტრი სერჟ სარქისიანი დღეს ოთხდღიანი ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა.


ვიზიტის ფარგლებში მხარეები რეგიონალური უსაფრთხოებისა და სოჭი-თბილისი-ერევანის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხებს განიხილავენ.


„მე გავიცნობ ჩემს ქართველ კოლეგებს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს განვიხილავ მათთან ერთად. სოჭი-თბილისი-ერევანის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას სომხეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამგვარად, ეს საკითხი აუცილებლად შევა მოლაპარაკებების დღის წესრიგში“, – განუცხადა სარქისიანმა ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში.


სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი შეხვედრებს გამართავს თავის ქართველ კოლეგასთან, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ვანო მერაბიშვილთან, პრეზიდენტ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან.

Back to top button