skip to content
ახალი ამბები

აბაშიძეს აჭარაში რეფერენდუმის ჩატარება სურს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 31 მარტს განაცხადა, რომ იგი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს აჭარაში, რათა განისაზღვროს საბოლოოდ, „თუ ვის მისცა ხმა აჭარის მოსახლეობამ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში“.


აჭარის ლიდერი, რომლის „აღორძინების კავშირმა“ ვერ შეძლო 7%-იანი ბარიერის გადალახვა, ეჭვის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების სამართლიანობას და ცენტრალურ ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.


იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა 31 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რეფერენდუმის ჩატარებას საქართველოს მხოლოდ ერთ რეგიონში, ეს უკანონოა.     

Back to top button